საყლაპავის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: მაქვს საყლაპავის თიაქარი . ამ ბოლოხანებში მაქვს გულძმარვა საშინელი და ამისგამო ყელი მეწვის და მტკივა ომეპრაზოლი მშველის მაგრამ დროებითი ეფეკტი აქვს. მაინტერესებს რა შეიძლება სამკურნალოდ მივიღო?ოღონდ ნუ მომწერთ გამოკვლევა ჩაიტარეო არ მაქვს საშუალება. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
საყლაპავის დიაფრაგმას ნორმაში აქვს პატარა ხვრელი, რომელშიც გაივლის საყლაპავი რათა შეუერთდეს კუჭს. კუჭი ნაწილი შეიძლება ამ ხვრელში შემოძვრეს და გამოიწვიოს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი.
შემთხვევათა უმეტესობაში პატარა თიაქარი არ იწვევს პრობლემებს და შეიძლება არც იცოდეთ მისი არსებობის შესახებ სანამ თქვენი ექიმი მას შემთხვევით არ აღმოაჩენს.
როგორც მოგვითხრობთ, შემაწუხებელია თიაქარი, აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ რომ შესაძლოა საუბარი გქონდეთ დიდ თიაქარზე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლისა და მჟავის უკან გადასვლა საყპალავში, რა დროსაც გამოიწვევა გულძმარვა. .
თვითმკურნალობა და წამლების მიღება ამ სიმპტომებს აქრობს, თუმცა ხანდახან ძალიან დიდი თიაქარის დროს აუცილებელი ხდება ოპერაციის ჩატარება.
რაც შეეხება დამატებით კვლევებს ,იქნებ არც არის საჭირო . ამის გადასაწყვეტად საჭიროა ვიცოდეთ ადრინდელი კვლევების პასუხი აქედან გამომდინარე , შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა