პანკრეასის რადიოლოგიური კვლევა - ქირურგია

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ,რადიოლოგიური გამოკვლევა რა ჯდება თქვენთან...პანკრეასის პრობლემა გვაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
პანკრეასი კუჭუკანა ჯირკვალია. მას ჩვენს ორგანიზმში ორი ფუნქცია აკისრია. პირველი – შინაგანი სეკრეციის, ის ჰორმონ ინსულინს გამოიმუშავებს და გლუკოზის დონის ნორმალიზებას ეწევა.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია კი საჭმლის მომნელებელი წვენების გამოყოფა და ნაღველთან ერთად საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობაა.
კლინიკური კვლევების თვალსაზრისით კი, ტარდება:

  • რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია - გვეხმარება პანკრეატიტის გართულებებისა და ტკივილის სხვა მიზეზების დადგენაში;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, იგივე ფუნქცია აქვს რაც ტენტგენოსკოპიას, მაგრამ ის უკეთ და დეტალურად ავლენს პანკრეატიტის სიმპტომებსა და მის გართულებებს;
  • ექოსკოპია ფართოდ გავრცელებული და ინფორმაციული მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების შესასწავლად;
  • ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია: საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის შემდეგ პირის ღრუს გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში შეყვანილი სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით - ათვალიერებენ სანაღვლე გზებსა და პანკრეასს.
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის საშუალებითაც ანატომიური ნიშნების ან დაზიანების საფუძველზე, შეგვიძლია ფუნქციური დარღვევების დიაგნოსტირებაც.

თუ თავად არ გაქვთ ინფორმაცია, რომელი რადიოლოგიური კვლევა გესაჭიროებათ კონკრეტულად, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზისა და ზოგადი მონაცემების შეჯერების შემდეგ, მოგცემთ მითითებას საჭირო კვლევაზე. რის შემდეგაც, გვექნება საშუალება, გასარგებლოთ შესაბამისი კვლევით, კლინიკის აქციის ფარგლებში – ფასდაკლებით.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა