კითხვა: ოპერაციის შემდეგ ჭიპში გამიჩნდა გამონადენი არასასიამივნო სუნით და რისი ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ომფალიტთან, რომელიც ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
იგი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული. ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი).
ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, წყალბადის ზეჟანგით დამუშავებას ( გაითვალისწინეთ, რომ გადახვევა და ღრმა წმენდა არ შეიძლება ) რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა.
თუ რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად გამონადენი მაინც დაგრჩათ, აუცილებლად მიმართეთ ქირურგს ჩვენს კლინიკაში, რომელთან კონსულტაციაც უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა