კითხვა: მოგესალმებით, ცხიმგროვა მაქვს 2 ცალი ზურგზე. მაინტერესებს რა ღირს ოპერაცია და შეიძლება თუ არა ორივე ოპერაცია ერთად. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას. ლიპომა, იგივე ცხიმგროვა არის კეთილთვისებიანი, შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანქვეშა შრის შემაერთებელ ფაშარ ქსოვილში.
ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევაც.
არსებობს ლიპომის ნაირსახეობა, მაგალითად ინტრამურული ლიპომა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები და კუნთის სიღრმეში მდებარეობს.
რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, მის ზუსტ ღირებულებას მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ, რადგან პირველ რიგში აუცილებელია დაზუსტდეს რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე.
ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
სპეციალისტის მიერ მდგომარეობის შეფასების შემდეგ მიიღებთ ამომწურავ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26 

აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა