ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობათ... გეხვეწებით სრული სიმართლე მითხარით რადგან უსახსრობის გამო კონსულტაციაზე ვერ მივდივარ... 24 ოქტომბერს გამიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ქირურგიული ჩარევით მაქვს 13 ნაკერი ... ნაღველში იყო ქვები და ასევე ჩაჩირქებული...ჭრილობა შეხორცებული მაქვს კარგად, მაგრამ შიგნიდან მაქვს წვა. ფეხსაცმელი რომ ჩაიცვა და დავიკუზო მტკივა. წოლის დროს გადავტრიალდე მარჯვნივ მეწვის.. ერთი თვეა მახველებს... მუცლის ბანდაჟს ვიკეთებ და ძალიან მტკივა... რისგან არის წვა გამომდინარე??? ან კიდევ შეიძლება რომ შიგნიდან ჭრილობა გამხსნოდა და მიტომ მეწვის??? მადლობთ მოსმენისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
ოპერაციის თანამდევი გართულებანი - ასეთია, მაგალითად: სისხლდენა, დაჩირქება, ნაკერების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
მიმოწერის რეჟიმში ამომწურავ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ვინაიდან აუცილებელია უშუალო გასინჯვა. შესაძლოა საგანგაშო არაფერი იყოს, მაგრამ ამაზე მსჯელობა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა და კონკრეტულ შემთხვევაში თქვენი ოპერატორია უპირველესად უფლებამოსილი.
გარდა ამისა, თქვენი მკურნალი ქირურგი, პროფესიულად ვალდებულია ინფორმირებული იყოს თქვენი მდგომარეობის შესახებ, გაერკვეს ვითარებაში და გაგცეთ თქვენს შეკითხვებზე პასუხი.
ასე რომ, გადაუდებლად დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს და შეუთანხმდით ვიზიტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, თქვენს შემთხვევაში, კონსულტაცია უფასო იქნება.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა