მოგესალმებით,
დისტანციურად, ვიზუალური შეფასების გარეშე, დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა, თქვენი ჩივილის გამომწვევი იყოს ოსტიოფოლიკულიტი. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ოსტიოფოლიკულიტი
ეს არის თმის ფოლიკულის ჩირქოვანი ანთება, რომელიც არსებობს ორი ტიპის:
- ზედაპირული;
- ღრმა.
იქიდან გამომდინარე, რომ „ნემსით იწვალეთ“ , შესაძლოა იგი დაინფიცირდა, რის შედეგადაც ფისტულაში არსებული ჩირქოვანი ანთება გამწვავდა.
ოსტიოფოლიკულიტი გასტანს 3-5 დღეს, რის შემდეგაც ანთებითი პროცესი თანდათანობით ცხრება.
მოერიდეთ ნემსით ჩირქის გამოდევნას, ეპილაციას, გაპარსვას.
სასურველია, ფისტულის დამუშავება წყალბადის ზეჟანგით.
თუ ანთებით პროცესს თან დაერთო, მიდამოს გაწითლება ან ტკივილი, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ქირურგს, რომელიც მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!