კითხვა: პირველ რიგში გამარჯობა. არ ვიცი ამაზე თუ გაქვთ პასუხი ან თუ ავხსნი კარგად,მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. დაახლოვებით 3 კვირის წინ ცხვირზე გავიკეთე პირსინგი(გვერდით მხარეს) ანუ ჩვეულებრივად კარგად იყო უკვე და ერთი 5 დღის უკან ვიყოდე სხვა საყურე ,მაგრამ ზომით ცოტა დიდი აღმოჩნდა. მაინც ძალით ვაწექი და სააბოლოდ რაღაც დონემდე კი გავიდა და მერე ტკივილი რომ ვიგრძენი თავი დავანებე. ამ ყველაფრის შემდეგ ნახვრეტში რაღაცნაირად მქონდა და არ ვიცი რა მეგონა და რატომ გავაკეთე ეს,მაგრამ ვაწექი ფრჩხილებით,უეცრად კი შინაგანი კანები ამომეწია თუ რაც არის,არ ვიცი! ახლა ესე ამოწეულია საკმაოდ დიდი ნაწილის კანი და მადევს ზემოდან. უკვე 4 დღეა ! ამგვარად აშკარად გავიღიზიანე და თან თავიდან შესახორცებელია ,თითქოს ახლახანს გავიხვრიტე. ანუ რა მაინტერესებს,შესაძლებელია ეს კანები მოშუშდეს და მომძვრეს ან რამე ,თუ ასე დამრჩება სულ? გთხოვთ მიპასუხეთ თუ გაიგეთ საერთოდ რა ვთქვი. (მაპატიეთ რომ ამ სისულელეზე გაწუხებთ) წინასწარ დიდი მადლობა!
პასუხი:

თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ცხვირის პირსინგის გართულებები;
  • პირსინგის მოვლა;
  • ინფექციის ნიშნები.

ვიმედოვნებთ, რომ ე.წ. პირსინგი გაიკეთეთ ლიცენზირებულ სალონში, სადაც თითოეული ხელსაწყო სტერილიზებულია, ხოლო სპეციალისტი სერტიფიცირებული.
ცხვირის პირსინგი, გართულებების განვითარების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მაღალი ალბათობით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ცხვირის შიგნითა ზედაპირის სრულყოფილი დეზინფიცირება შეუძლებელია, შედეგად კი, იქ არსებული ბაქტერიები ჭრილობის დაბინძურების და ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.

pirsingi


როგორ მოვუაროთ პირსინგს

აუცილებელია პირსინგის სწორი მოვლა, მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:
აიღეთ სუფთა ხელსახოცი, დაასველეთ ნელთბილ მარილწყალში (1/4 ჩაის კოვზი მარილი, უმჯობესია ზღვის მარილი, ნახევარ ჭიქა თბილ წყალზე) და მსუბუქი ზეწოლით დაარბილეთ პირსინგის არე, ამის შემდეგ, პირსინგის არე ფაქიზად და საგულდაგულოდ გაწმინდეთ.
ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს, ხომ არ არის გამოხატული ისეთი ტიპის ჩივილები, როგორიცაა:

  • ყვითელი ან მომწვანო გამონადენი;
  • ტკივილი და დაჭიმულობა ნესტოზე შეხებისას;
  • კანის სიწითლე ან შეშუპება პირსინგის ირგვლივ;
  • ტემპერატურის მომატება.

ასეთ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა