საყლაპავის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს საყლაპავი მილის თიაქარზე ოპერაცია თუ კეთდება, რამდენად ეფექტურია და ფასი რა ჯდება?
პასუხი:

მოგესალმებით!
ადამიანის გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ყოფს. ეს არის დიდი კუნთი, რომელსაც გამყოფთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია - მის შეკუმშვა-მოდუნებაზე ბევრად არის დამოკიდებული სუნთქვის პროცესი. ნორმალური ხვრელი ვიწროა. მისი გაფართოებისას, რაც სხვადასხვა ფაქტორის ბრალია, საყლაპავის ის მონაკვეთი, რომელიც მუცლის ღრუში უნდა ჩადიოდეს ან კუჭის ნაწილი, გულმკერდის ღრუსკენ გადაინაცვლებს. ასეთ დროს მოსალოდნელია:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
  • დისფაგია - ყლაპვის გაძნელება;
  • ობსტრუქცია - საყლაპავის დახშობა.

საყლაპავის თიაქარის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული ჩარევითაც.
დისტანციურად პასუხის გაცემა მკურნალობის რომელი მეთოდი გესაჭიროებათ, არ იქნება კორექტული.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია, აქციის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭიროების შემთხვევაში კვლევებს ( გასტროსკოპიას ან რენტგენოლოგიურ კვლევას ) ამის შემდგომ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობის მეთოდიკაზე.
პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა