მოგესალმებით,
კარის ვენა მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ელენთიდან აგროვებს სისხლს და იმ ძირითად სისხლძარღვს წარმოადგენს, რომელიც ღვიძლის ფუნქციებს განსაზღვრავს.
ზოგადად, მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა (მწ¬ვავე თუ ქრონიკული) და სიმძიმეზე.
ამ დროს რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობა და ის ღონისძიებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სისხლის ვენური დინების სათანადო უზრუნველყოფა.
დაავადების მწვავე ფორმის დროს მიმართავენ აგრესიულ ჩარევას (არსებული თრომბის დაშლა, სტენტირება).
როცა კარის ვენის განვლადობის აღდგენა შეუძლებელია, ტარდება ანგიოპლასტიკა, სტენტირება, კარის ვენისა და სისტემური (პორტოკავალური) შუნტირება.
შესაბამისი მკურნალობის დანიშნვისათვის, აუცილებელია პაციენტის კლინიკური გამოკვლევა, ღვიძლის ფუნქციური ტესტები, ულტრასონოგრაფია, ინვაზიური ტესტები - ღვიძლის ბიოფსია, კარის ვენასა და ღვიძლის ვენას შორის წნევის გრადიენტის განსაზღვრა და ა.შ.
უმჯობესია მიმართოთ მკურნალ ექიმს და სთხოვოთ მოგაწოდოთ მკურნალობის გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეუძლია თქვენს ძმას მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი და ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლების გაცნობის შემდეგ, შეგვეძლება მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !