მტკივნეული ნანემსარი - ქირურგია

კითხვა: მაქ გამაგრებული ნანემსარი 1 წელზე მეტია ძაან მტკივნეულია მთლიანად ფეხი მტკივა ერთ ზოლზე თუ რამე ავწიე სიმძიმე პირდაპირ იქ მტკივა რას მირჩევთ ექიმო გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ნანემსართან დაკავშირებით. შესაბამისად, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
თუ ნანემსარი იწვევს შემდეგ ჩივილებს და არის:

  • ძალიან მტკივნეული;
  • შეწითლებული;
  • შესიებული;
  • გაცხელებული;
  • მფეთქავი;
  • მომატებულია მთლიანი სხეულის ტემპერატურა;
  • მდგომარეობა გაუარესებულია.

უნდა მიმართოთ ქირურგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მედიკამენტური მკურნალობა გესაჭიროებათ, თუ ქირურგიული ჩარევა.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში, ექიმ–ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი. აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა