დერმოიდული კისტა, ჰემოროიდი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. შეიძლება თუ არა კისტის ოპერაცია კუდუსუნზე და ბუასილის ერთდროულად ორივე ოპერაცია რო ჩატარდეს.
პასუხი:


მოგესალმებით,
კუდუსუნის კისტა, იგივე დერმოიდული კისტა თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის დროსაც ემბრიონული განვითარების პროცესში კუდუსუნის ნაკეცის არეში კანქვეშ რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომში შეიძლება ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, მოხდეს დაინფიცირება. ეს ანომალია საკმაოდ ხშირია.
მისი ოპერირება ხდება ადგილობრივი ანესთეზიით, რომლის დროსაც მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს ირგვლივ მდებარე პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებით, ინფილტრატებით და ფისტულებით. პაციენტი არ საჭიროებს სტაციონარში გადაყვანას და ეწერება ბინაზე.
რაც შეეხება ჰემოროიდს, პირველ რიგში სასურველია, განისაზღვროს რომელ ტიპს ეხება საქმე.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრისთვის აუცილებელია, შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა. ამიტომ, უმჯობესია მობრძანდეთ და გაიაროთ კონსულტაცია ქირურგთან, რომელთან ვიზიტიც აქციის ფარგლებში უფასოა და ტარდება ყოველ ხუთშაბათს.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა