ვიზიტი ქირურგთან - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, რამოდენიმე თვის უკან გავიკეთე მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა .რის შედეგადაც ღვიძლის მარჯვენა ნაწილში (კეროვანი დაზიანების უბანში )დაფიქსირდა ორი კალცინატი ზომებით 12-12მმ.ხოლო ნაღვლის ბუშტში ფიქსირდება მცირე რაოდენობით ბილიარული ნალექი . აქედან გამომდინარე რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა და მოითხოვს თუ არა სასწრაფო მკურნალობას ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ღვიძლის კალცინატები არ არის დაავადება (შეიძლება, გადატანილი ინფექციის შედეგი იყოს) და არ ითხოვს სპეციალურ მკურნალობას.
რაც შეეხება ბილიარულ ნალექს, ზოგჯერ ნაღვლის ბუშტის კედელი სქელდება, ექოგენურობას იცვლის. ნაღვლის ბუშტის ირგვლივ იშვიათად არის გამონაჟონიც. ნაღვლის ბუშტში ბილიარული ნალექი კი ძალიან ხშირი მოვლენაა და სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა კორექტული პასუხისთვის უმჯობესია სპეციალისტმა ნახოს ჩატარებული კვლევის სრული ვერსია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ კი, შეარჩევს ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა