მოგესალმებით,
საზარდულის თიაქარი ყველაზე ხშირია სხვადასხვა სახეობის თიაქრებს შორის, იგი შესაძლოა საზარდულის არეში ჩანართის სახის გამოჩნდეს.
ზოგადად მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციზე, რომელიც მონაცემთა შეჯერების საფუძველზე დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო ამის შემდეგ განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !