თმის ჩაბრუნება – შეიძლება თუ არა თმა ჩაბრუნდეს პარსვის გამო და როგორ მკურნალობენ პილონიდურ კისტას?

თმის ჩაბრუნება – შეიძლება თუ არა თმა ჩაბრუნდეს პარსვის გამო და როგორ მკურნალობენ პილონიდურ კისტას?

თმის ჩაბრუნება სამედიცინო ენაზე პილონიდური კისტა (ასევე ცნობილია როგორც ეპითელიური ხვრელმილი) კანქვეშ გაჩენილი ჯიბეა, რომელიც თმასა და კანის აქერცლილ შრეებს შეიცავს.

„თმის ჩაბრუნება“ თითქმის ყოველთვის კუდუსუნთან, დუნდულის გამყოფი ხაზის ზემოთ (დუნდულთა შორის ნაპრალში) გვხვდება. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს იმის რისკს, რომ თმა ჩაბრუნდეს ფეხზე, მკლავზე, იღლიაში.

რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პარსვისას შეიძლება თმა ჩაბრუნდეს, აქ, ვითარება განსხვავებულია. პარსვის დროს სავსებით შესაძლებელია, რომ დაზიანდეს კანის საფარველი და შედეგად დაინფიცირდეს კანი და კანქვეშა ქსოვილი, თმის ძირი. ინფიცირებამ გამოიწვიოს თმის ძირების ჩირქოვანი ანთება ფურუნკული, ანუ ძირმაგარა და კარბუნკული, ასევე კანისა და რბილი ქსოვილების დაჩირქება, თუმცა ეს სხვა მოვლენაა.

მეცნიერთა აზრით, თმის ჩაბრუნება თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც ემბრიონული განვითარების პროცესში ყალიბდება, თუმცა თმის ჩაბრუნებისგან  არც ის ადამიანები არიან დაზღვეულნი, რომლებიც სამუშაო გარემოს სპეციფიკიდან გამომდინარე დღის დიდ მონაკვეთს უმოძრაოდ ატარებენ. პათოლოგიას კავშირი არ აქვს გენეტიკასთან.

სტატისტიკურად, პილონიდური კისტა უფრო ხშირად მამაკაცებს აწუხებთ.

პილონიდურ კისტაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის პროქტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო–ქირურგი, ენდოსკოპისტი ლაშა სილოგავა.

ბატონო ლაშა, რა სიმპტომები ახასიათებს პილონიდურ კისტას?

მიუხედავად იმისა, რომ პათოლოგია თანდაყოლილია, პაციენტები წლების განმავლობაში ამ დაავადების ვერავითარ სიმპტომს გრძნობენ. როგორც წესი ექიმს მიმართავენ მაშინ, როცა პათოლოგია გამწვავების პერიოდშია და გაღიზიანება გამოწვეულია ტრავმის, იმუნიტეტის დაქვეითების და სხვა დაავადების გამო.  

რა უნდა ვიცოდეთ თმის ჩაბრუნების რისკ–ფაქტორების შესახებ?

პათოლოგიის გამომწვევ რისკ–ფაქტორებს განეკუთვნება:

  • გავა–კუდუსუნის მიდამოსა და შორისის ტრავმა;
  • ადგილობრივი ინფექციური პროცესი;
  • სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის ანთებითი პროცესი, რომელიც პაციენტმა მძიმე კლინიკური ფორმით გადაიტანა;
  • პირადი ჰიგიენის დაუცველობა.  

რა უნდა ვიცოდეთ თმის ჩაბრუნების ფორმების შესახებ?

დიახ, ერთმანეთისგან განასხვავებენ „თმის ჩაბრუნების“, ანუ პილონიდური კისტის (ეპითელიური ხვრელმილის) 3 ფორმას: მწვავეს, ქრონიკულსა და ქრონიკულ–რეციდიულს.

შესაბამისად, კლინიკური სიმპტომებიც პირდაპირ კავშირშია, პირდაპირ მიგვითითებს კონკრეტულ ფორმასთან.

tmis-chabruneba

დაჩირქებული (მწვავე) პილონიდური კისტის სიმპტომები:

  • ძლიერი ტკივილი;
  • შესიება, შეშუპება;
  • ჰიპერემია, ანუ კანის სიწითლე;
  • სხეულის ტემპერატურის მატება 38–39 გრადუსამდე;
  • შემცივნება;
  • ინტოქსიკაციის მოვლენები;
  • საერთო სისუსტე.  

ქრონიკული პილონიდური კისტის სიმპტომები:

  • პერიოდული ტკივილი;
  • პერიოდული შეშუპება და შეწითლება ტემპერატურის მატებით;
  • მუდმივი სისველე, პერიოდულად ჩირქდენა;
  • ერთი პირველადი და რამდენიმე მეორეული ხვრელების არსებობა;
  • ირგვლივ მდებარე კანის გაღიზიანება, დერმატიტის სახით;
  • მუდმივი დისკომფორტი;
  • გუნება–განწყობილების შეცვლა, გაღიზიანება;
  • უძილობა;
  • შრომის უნარიანობის დაქვეითება.

რომელ მონაცემებზე დაყრდნობით დიაგნოსტირდება პილონიდური კისტა?

პათოლოგიის სამივე ფორმის შემთხვევაში დიაგნოზი ემყარება შემდეგ მონაცემებს:

  1. ანამნეზი;
  2. ფიზიკური მონაცემები;
  3. დაავადების კლინიკური სიმპტომატიკა.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამოკვლევისას ვიყენებთ როგორც ვიზუალურ, მანუალურ და ინსტრუმენტულ, ისე ლაბორატორიულ კვლევებს.

როგორ მკურნალობთ თმის ჩაბრუნებას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

სამივე ფორმის მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული გზით. მედიკამენტებით კი დროებით ტკივილის გაყუჩებაა შესაძლებელი. ასევე დაუშვებელია სახლში, თვითნებურად მკურნალობა. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს. ორივე შემთხვევაში, მწვავე ან ქრონიკული პროცესის გამწვავების დროს, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტის კლინიკაში დაყოვნების დრო 1 დღეს შეადგენს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად