ნაწლავის პოლიპი, ჰემოროიდი - პროქტოლოგია

კითხვა: შეიძლება თუ არა იწვევდეს დისკომფორტს ან ტკივილს ნაწლავის პოლიპი რექტალურ ნაწილში მაქვს მუდმივი დისკომფორტი და დაჭერისას ტკივილი მარცხენა ქვედა კვადრატში თუ ესაა აირების და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ..მადლობა...
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
მსხვილი ნაწლავის პოლიპი უჯრედთა გროვაა, რომელიც ნაწლავის კედლიდან იზრდება. პოლიპების უმეტესობა უვნებელია, თუმცა, დროთა განმავლობაში, პოლიპი შეიძლება ნაწლავის კიბოდ გარდაიქმნას, რომელიც ხშირად ფატალურია, გვიანდელ სტადიებში, ნაწლავის პოლიპები ხშირად სიმპტომურად არ ვლინდება.მნიშვნელოვანია რეგულარული სკრინინგ–ტესტების ჩატარება, როგორიცაა კოლონოსკოპია.
სავარაუდოდ თქვენს შემთხვევაში, საუბარი არაა ნაწლავის პოლიპზე, რადგან სიმპტომები და თქვენს მიერ აღნიშნული „მუდმივი დისკომფორტი რექტალურ ნაწილში“, „ხელის დაჭერისას ტკივილი“, „აირების დაგროვება“, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ჰემოროიდულ კვანძებთან (ბუასილთან).
როდესაც პაციენტს შეაწუხებს დისკომფორტი, აირების დაგროვება, მუცლის პერიოდული შებერვა, ნელ-ნელა ამას დაემატება პერიოდული ტკივილები დეფეკაციის შემდეგ, წვა ანალური არხის გამოსასვლელში - ბუასილის არსებობას ვვარაუდობთ. ჩამოთვლილი სიმპტომები პირველი და მეორე ხარისხის ბუასილის დროს შეინიშნება. მეორე ხარისხის ბუასილის დროს შესაძლოა ქაღალდზე სისხლიანი გამონადენიც შენიშნოთ. როდესაც ყველა ეს სიმპტომი უკვე შეინიშნება, არ უნდა ელოდოთ პრობლემის უფრო მეტად გაღრმავებას, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
თქვენს შეტყობინებაში დაუზუსტებელია, ბრძანდებოდით ექიმთან და დიაგნოზი სპეციალისტმა დაგისვათ, თუ თავად მოიძიეთ ინფორმაცია პოლიპისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის შესახებ?
თუ დაგვიკონკრეტებთ და გვიპასუხებთ, შევეცდებით უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
თუ სურვილი გაქვთ, რომ მოისმინოთ ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმის აზრიც, შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ასევე გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღე პროქტოლოგთან, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა