ბუასილის ლიგირება - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა. 18 წლის ბიჭს აქვს მესამე ა ხარისხის ჰემოროიდული დაავადება. თქვენთან თუ კეთდება ქირურგიული ოპერაცია ან უსისხლო ოპერაცია-ლონგოთი? ამ შემთხვევაში რომელი იქნება მიზანშეწონილი? და საყოველთაო დაზღვევა თუ მოქმედებს რომელიმე მათგანზე? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ლატექსის რგოლებით ბუასილის შიგნითა კვანძების ლიგირება, გახლავთ მცირეინვაზიური ოპერაცია, ბუასილის კვანძების უსისხლოდ, უოპერაციოდ , უმტკივნეულოდ მოცილების მეთოდი, ანუ პაციენტს კლინიკაში დაწოლა არ უწევს. ამ დროს ქირურგი ნაწლავში შედის, სპეციალური ხელსაწყოს - ლიგატორის საშუალებით, იღებს ბუასილის კვანძს, გამოქაჩავს და ლიგატორით იმ ორ ლატექსის რგოლს გაისვრის, რომლებიც ბუასილის შიგნითა კვანძის მკვებავ სისხლძარღვოვან ფეხს უნდა დაედოს. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის შეჩერებას. შესაბამისად, ბუასილის კვანძი განიცდის ნეკროზს, კვდომას, ხმება და ორი კვირის შემდეგ თავისით ძვრება ლატექსის რგოლებთან ერთად.
გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ჰემოროიდულ კვანძს, ლონგოს მეთოდით არ ვმკურნალობთ.
ალტერნატიულ მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა