მოგესალმებით,
ყაბზობა მშობიარობის შედგომი პერიოდის ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მიზეზები მრავალია, მათ შორის ჰორმონული ფონის ცვლილებები და მუცლის პრესისა და შორისის კუნთების გადაჭიმვა. ასევე ნაწლავებზე ზემოქმედებას ახდენს საშვილოსნოს გადიდება. არცთუ იშვიათად საკეისრო კვეთის შემდეგ ქალები ერიდებიან ჭინთვებს არსებული ნაკერების გამო.
გირჩევთ იმოძრაოთ ბევრი, ყოველდღიურად იარეთ ფეხით 20-30 წუთის განმავლობაში. დალიეთ ბევრი სითხე - ყოველდღიურად 8 ჭიქაზე მეტი - კომპოტი, წვენი, მაწონი, მინერალური ან ონკანის წყალი. კარგად მოქმედებს ასევე უზმოზე ჭიქა წყალი, სადილზე აუცილებლად ჭამეთ ბოსტნეულის წვნიანი, კვების რაციონი გაამდიდრეთ ბოსტნეულითა და ხილით (უპირატესობა მიანიჭეთ გახეხილ ვაშლს). გაითვალისწინეთ, რომ თეთრი პური, საკონდიტრო ნაწარმი, დამარილებული თევზი, ძეხვი, ყველი, კაკაო, ჩაი, ყავა ხელს უწყობენ კუჭის შეკრულობას.
ბუასილის ან ანალური ნაპრალის დროს სისხლდენის შემთხვევაში სისხლი, ჩვეულებრივ, ზემოდანაა განავალზე, სისხლი დეფეკაციის ბოლოს გამოიყოფა, სისხლიანი განავალი ჩამოთვლილ დაავადებების გარდა კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროსაც აღინიშნება.
ამიტომ, ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ჩაერთვება გასტროენტეროლოგიც.
პროქტოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა მაქვს ორსულობის შემდეგ შეკრულობები და ვამჩნევ სისხლს.ბუასილი არ მაქ.შესაძლებელია ნახეთქების ბრალი იყოს?
პასუხი: