კითხვა: ბუასილი მაწუხებს და სისხლი მდის და თუ სასწრაფოს გადავაყვანინებ უფასოდ მეკუთვნის გაკეთება
პასუხი:
მოგესალმებით,
უმჯობესია გამოუძახოთ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, ხოლო თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო გახდება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმები, გაგიწევთ მომსახურებას.
პირველ რიგში უნდა შეფასდეს მდგომარეობა პროქტოლოგისაგან, თუ დადასტურდება რექტალური სისხლდენა, შესაბამისი დადგენილების მიხედვით, დაგაფინანსებთ სახელმწიფო.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტ პასუხს ვერ მოგახსენებთ, ხოლო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. ან უშუალოდ ექიმ–პროქტოლოგ ლაშა სილოგავას ,ნომერზე 5 99 105 031
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !