მოგესალმებით,
სისხლიანი განავლის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება დისტანციურად შეუძლებელია, თუმცა, ყველაზე ხშირად რექტალური სისხლდენის გამომწვევი ფაქტორებია:
- ჰემოროი (ბუასილი);
- ანუსის ნაპრალი;
- სწორი ნაწლავის კიბო;
- ანგიოდისპლაზია (ნაწლავის სისხლძარღვების ანომალია);
- მსხვილი ნაწლავის კიბო;
- პოლიპი;
- კრონის დაავადება;
- დივერტიკულიტი (პარკისებრი გამოდრეკა ნაწლავის კედელზე);
- პროქტიტი;
- სწორი ნაწლავის ერთეული წყლული.
დამოუკიდებლად თვითმკურნალობა, მაშინ როდესაც არ იცით რა არის მიზეზი, არ არის მიზანშეწონილი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციური კოლო-რექტალური ქირურგი, ბატონი ლაშა სილოგავა გაგიწევთ დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ კუჭ–ნაწლავის სისტემის სრულყოფილ კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!