სწორი ნაწლავის პათოლოგია - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა ტკივილი მაწუხებს კუჭის მოქმედების დროს, საშინელ ტკივილს ვგრძნობ შეკრულობა არ მაქვს თუ შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალია და სად უნდა მივიდე რომ გამოვიკვლიო
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ რომ საქმე ეხება სწორი ნაწლავის ნახეთქს.
დეფეკაციით გამოწვეული ტკივილისა და პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.
ასეთ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ დაავადება მწვავე სტადიაზეა. თუ ტკივილი ნაწლავის დაცლის შემდეგ ძლიერდება, მაშინ დაავადების ქრონიკულ ფორმაზე საუბრობენ. ბუასილისაგან განსხვავებით სწორი ნაწლავის ნახეთქი უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილით ხასიათდება.
დაავადების მწვავე ფორმის დროს პაციენტებს კონსერვატიული მკურნალობა ენიშნებათ.
სწორი ნაწლავის სრულად შეხორცება იშვიათად ხდება, თუმცა კონსერვატიული მკურნალობა პაციენტებს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილონ სხვადასხვა მძიმე გართულება, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ მდგომარეობა და შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი.
ქრონიკულ ფორმაში გადასული პათოლოგია კი, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
პირველ რიგში გირჩევთ თავი შეიკავოთ თვითმკურნალობისაგან, რადგან ზოგიერთი მედიკამენტი ( სანთელი ) იწვევს უკუჩვენებას და მდგომარეობის გამწვავებას !
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა დაზუსტდეს ტკივილის გამომწვევი მიზეზი.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა