მახვილწვერა კონდილომები - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა,,მაქვს პაპილომას ვირუსი რაც ვრცელდება ანალურ ხვრელში ძალიან,მეჭეჭების სახით და იზრდება და ვრცელდება,უკვე დიდიხანია მაქვს დ ააქამდე არვნერვიულობდი მაგრამ ასე გაზრდის შემდეგ ძალიან ავნერვიულდი, ინტერნეტის საშუალებით გავარკვიე რომ პაპილომაა ამავდროულად რამოდენიმემ მითხრა ვისაც გადატანილიაქვს ეს,მაინტერესებს ოპერაციის ხარჯები ვაპირებ თქვენთან მოსვლას ზუსტ ანალიზზე,და რა როგორ დამიჯდება იქნებ მითხრათ,წინასწარ უღრმესი მადლობა <3 <3 <3
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს.
ანალური კონდილომები, იგივე მახვილწვერა კონდილომები აზიანებს როგორც ანუსის ირგვლივ, ისე მის შიგნითა მიდამოს, გენიტალიების არეს.
კონდილომების მოშორება ხდება კრიოდესტრუქციით (მოყინვით), რისთვისაც თხევად აზოტს იყენებენ.
მკურნალობის მეთოდის შესარჩევად, უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მოხდეს დიფერენცირება, მახვილწერა კონდილომებს ეხება საქმე თუ ჰემოროდიულ კვანძებს.
ამის შემდეგ, ექიმი–პროქტოლოგი თავად მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა