კითხვა: მაწუხებს ბუასილი გთხოვთ მირჩიოთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით,
ბუასილი, ანუ ჰემოროიდი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
არსებობს ბუასილის გამომწვევი ბევრი რისკ–ფაქტორი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი).
როგორც წესი ჰემოროიდის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ სად მდებარეობს.

  •  შიდა ბუასილი – როცა ჰემოროიდი სწორ ნაწლავშია. რასაკვირველია, მას ვერ ხედავთ, ან გრძნობთ ძალიან იშვიათად, რომ დისკომფორტი შეგიქმნათ, თუმცა კუჭის მოქმედებისას გაღიზიანებისა და დაჭიმვის გამო შეიძლება დაზიანდეს ჰემოროიდის ზედაპირი და გამოვლინდეს სისხლდენა;
  •  გარე ბუასილი – ჰემოროიდი წარმოდგენილია ანუსის გარშემო კანქვეშ. გაღიზიანების დროს თავს იჩენს ქავილის შეგრძნება ან სისხლდენა;
  •  თრომბირებული ბუასილი – ზოგჯერ სისხლი გუბდება შიდა ჰემოროიდულ კვანძში და ფორმირდება თრომბად, ამ მდგომარეობისას ვლინდება ძლიერი ტკივილი, შესიება, ანთება და ანუსთან დიდი ზომის კვანძი.

იმისათვის, რომ თქვენი პრობლემა არ გამწვავდეს, უმჯობესია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა