რექტალური სისხლდენა - პროქტოლოგია

კითხვა: რას უკავშირდება ანალური ხვრელიდან სიხლდენა. დეფეკაციის შემდეგ. პედაგოგის პოლისით სარგებლობა შეიძლება თქვენთან და თუ კი რა კვლევების დაფინანსება შეიძლება?
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლიანი განავლის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება დისტანციურად შეუძლებელია, თუმცა, ყველაზე ხშირად რექტალური სისხლდენა, შესაძლოა გამომწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • პოლიპი;
  • ჰემოროი (ბუასილი);
  • კრონის დაავადება;
  • ანუსის ნაპრალი;
  • სწორი ნაწლავის წყლული;
  • ანგიოდისპლაზია (ნაწლავის სისხლძარღვების ანომალია);
  • პროქტიტი;
  • მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • დივერტიკულიტი (პარკისებრი გამოდრეკა ნაწლავის კედელზე);
  • სწორი ნაწლავის კიბო.

პირველ რიგში, გაიაროთ კონსულტაცია პროქტოლოგთან, სადაც ვიზიტისას გაისინჯება სწორი ნაწლავი და გამოირიცხება ან დადასტურდება მოცულობითი წარმონაქმნი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციური კოლო-რექტალური ქირურგი, ბატონი ლაშა სილოგავა გაგიწევთ დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ კუჭ–ნაწლავის სისტემის სრულყოფილ კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--/31412 
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარებს. მოგახსენებთ, რომ გეგმიური ამბულატორიული მომსახურება არ იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ. ამიტომ, ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენს კლინიკას აქვს უფასო კონსულტაციის დღეები.
პროქტოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა