ქოლეცისტექტომია - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, თუ შეიძლება მომწეროთ რა ღირს თქვენს კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ამოღების ლაპარასკოპიული ოპერაცია და ვრცელდება თუ არა სოციალურად დაუცველებზე სახელმწიფო დაფინანსება ამ ტიპის ოპერაციაზე. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად ქოლეცისტექტომიის ფასი ვარირებს 900 -1000 ლარის ფარგლებში.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ რამოდენიმე სხვა ფაქტორი არის განსახილველი, რომელთა დაზუსტება აჯობებს უშუალოდ ექიმთან ვიზიტის დროს.
ჩვენს კლინიკას საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისათვის დაწესებული აქვს შეღავათი - შესაძლებელია, ჩაიტაროთ ქირურგის უფასო კონსულტაცია და მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ოპერაციულ მკურნალობას.

ქირურგთან უფასო ვიზიტი შესაძლებელია ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა