მოგესალმებით,
აპენდიციტი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული დაავადებაა –მოსახლეობის 35-40%-თან გვხვდება.
აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის მწვავე ანთებაა, რომელსაც დანამატის სანათურის დახშობა იწვევს. თავად სანათურს უმეტესად განავლოვანი ქვები ახშობს, იშვიათად – ჰელმინთები და უცხო სხეული.
აპენდიციტი გაურთულებელიც შეიძლება იყოს და გართულებულიც – გააჩნია, დროულად დაისმება თუ არა დიაგნოზი და დაიწყება თუ არა მკურნალობა.
თუ კომპლექსურმა გამოკვლევამ მწვავე აპენდიციტი დაადასტურა, იწყება წინასაოპერაციო მომზადება, ვინაიდან ქირურგიული ჩარევა, ანთებადი ჭიანაწლავის ამოკვეთა, მწვავე აპენდიციტის მკურნალობის ერთადერთი გზაა.
აპენდექტომია ორგვარია – ღია და ლაპარასკოპიული.
მიუხედავად იმისა, რომ აპენდექტომია ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ქირურგიული ოპერაციაა, გართულების რისკი მასაც ახლავს თან.
გაურთულებელ შემთხვევაში, აპენდექტომიის შემდეგ მუცელი ყრუდ იხურება, ხოლო თუ აპენდიქსმა პერფორაცია განიცადა – მისი მთლიანობა დაირღვა და განვითარდა ჩირქოვანი ადგილობრივი ან გავრცობილი პერიტონიტი, ტარდება მუცლის ღრუს დრენირება.
ქირურგიული მკურნალობის ღირებულება დამოკიდებულია ზოგად მდგომარეობაზე, ხომ არ არის აბსცესი, განვითარებულია თუ არა პერიტონიტი, საჭიროა თუ არა დრენირება და ა.შ.
ზოგადად აპენდექტომიის ღირებულება 770 ლარიდან – 2500 ლარამდე ვარირებს.
ამ ნიუანსების დასაზუსტებლად და მკურნალობის მეთოდის შესარჩევად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
ექიმი ვიზიტისას შეკრებს ანამნეზს, გაგსინჯავთ და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით. დიდი ხანია, პერიოდულად მაწუხებს აპენდიქსი. ამ ბოლო დროს, უფრო ხშირად. დილით, ადგომისას განსაკუთრებით მტკივდება, დღის განმავლობაში ყუჩდება, მაგრამ ადგომა-დაჯდომის დროს, აშკარად ფეხს მიკავებს. 6 თვის წინ ვიყავი მისული ექიმთან, გამსინჯა. თქვა, რომ საგანგაშო არაფერია, მუცელი რბილი გაქვსო, არაფერი არ გჭირდება, მაგრამ მაინც ყურადღება მიაქციეო. საბოლოო ჯამში, დავმშვიდდი. ბოლო 4-5 დღეა, ამ პერიოდულ ტკივილს შეემატა სიცხე, სისუსტე, მადის წახდომა. ამ შემთხვევაში, საჭიროა ოპერაციის ჩატარება? თუ შეიძლება, მომწერეთ პირობები, რეაბილიტაციის ვადები და თავად ოპერაციის ფასი, სახალხო დაზღვევის საფუძველზე. გმადლობთ.
პასუხი: