კითხვა: გამარჯობა. კუჭის ზემოთ , მკერდის ძვალზე მაქვს ამობერილი რაღაც,კოპივით . არ არის მტკივნეული სანამ ხელით არ გავიღიზიანებ. ახლა გავამახვილე ყურადღება თორემ შეიძლება დიდი ხანია მაქვს.. შუაშია,ორივე მკერდის შორის,ოღონდ ქვედა ნაწილში,ძვალზე. შეიძლება რომ ეს თიაქარი იყოს? იმიტომ რომ საყლაპავის თიაქარის სიმპტომებით რაც წავიკითხე უმრავლესობა მაქვს.. რა შეიძლება იყოს და რომელ ექიმს უნდა გავესინჯო?
პასუხი:

მოგესალმებით,
მუცლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. თიაქარი – ეს არის მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლა ბუნებრივი ან შეძენილი ხვრელიდან. ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით ის შეიძლება იყოს:

  • საზარდულის;
  • ბარძაყის;
  • თეთრი ხაზის;
  • ჭიპის და პოსტოპერაციული;
  • ვენტრალური.

ყველაზე ხშირად საზარდულის თიაქარი გვხვდება. პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მძიმე ფიზიკურ შრომას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მუცელშიდა წნევას ზრდის (ხველას, შეკრულობას და სხვა), მოიწესრიგოს ნაწლავების მოქმედება.
თქვენს მიერ აღწერილი სურათი არანაირად გავს საყლაპავის თუ სხვა, ზემოთაღწერილ თიაქრებს, მაგრამ დისტანციურად დიაგნოზის დასმა, ჩვენი მხრიდან არაკორექტულია.
ჩვენი რჩევაა მიმართოთ ექიმს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია აქციის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭიროების შემთხვევაში კვლევებს ( გასტროსკოპიას ან რენტგენოლოგიურ კვლევას ) ამის შემდგომ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი მკურნალობის მეთოდიკაზე.
პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა