საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ოპერაცია - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით. მაინტერესებს დაახლოებით რა ჯდება საყლაპავი მილის თიაქარის ოპერაცია ლაპაროსკოპიულად და რამდენ ხანს გრძელდება.
პასუხი:

მოგესალმებით,
თანამედროვე ქირურგიაში, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ტარდება. ამ დროს, პატარა ნაჩხვლეტით შედიან მუცლის ღრუში და მუცლის ღრუს ბერავენ ნახშიროჟანგით, ხოლო მუცელშიდა სივრცის გამოსახულებას აკვირდებიან ვიდეოეკრანის საშუალებით.
ოპერაციული ტექნიკა გულისხმობს საყლაპავის უკანა ხვრელის გაკერვას და კუნთების მობილიზებას, რათა შუასაყარში კუჭის მიგრაცია აღარ მოხდეს.
კლინიკაში პაციენტი 2 დღე ჩერდება. რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მარტივია,მაგრამ აუცილებელია ორი–სამი კვირა დიეტის დაცვა.
არ შეიძლება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და გაზიანი სასმელის მიღება.
საყლაპავის ხვრელის თიაქრის ოპერაცია ქირურგისგან მოითხოვს კარგ საშემსრულებლო პრაქტიკას, თუმცა ოპერაცია ეფექტურია.
მიმოწერის რეჟიმში ოპერაციის ღირებულებას ვერ მოგახსენებთ, თუმცა ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ქირურგი უშუალო კონსულტაციისას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა