მოგესალმებით,
დივერტიკულა მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე. დივერტიკულები ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის(კოლინჯის) ქვედა ნაწილში გვხვდება. დაავადება იშვიათად იწვევს გართულებებს.
დივერტიკულები ძირითადად ვითარდება ნაწლავის ბუნებრივად სუსტ ადგილებში ზეწოლის შედეგად. ეს პროცესი იწვევს ამოზნექილობების გაჩენას მსხვილი ნაწლავის კედელზე.
რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას მოგახსენებთ. დიახ, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია დივერტიკულას ლაპარასკოპიული მკურნალობა.
ოპერაციასთან დაკავშირებული დეტალების დასაზუსტებლად უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ უფასო კონსულტაცია ქირურგთან, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!