ოპერაციის შემდგომი შესაძლო გართულება - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით..დედაჩემმა ჭიპის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა 2 თვის წინ.მას შემდეგ აწუხებს წელის ტკივილები..ვის მივმართოთ. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სასურველია, პირველ რიგში მიმართოთ იმ სპეციალისტს, რომელმაც ოპერაცია ჩაუტარა დედათქვენს, რათა გამოირიცხოს ოპერაციის შემდგომი გართულება, თუ გამოირიცხება აღნიშნული, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, შეფასდება დედათქვენის მდგომარეობა, დაენიშნება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი და დაენიშნება მკურნალობა აპრობირებული მეთოდით.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias 
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა