გაღიზიანებული ჭიპი - ქირურგია

კითხვა: გავიღიზიანე ჭიპი. ვიმუშავებ 7დღეზე მეტია. არ მიშუშდება. მაქვს გამონადენი, შეწითლებული, ნახეთქები. გულის რევის შეგრძნება თუ შეიძლება იყოს დაკავშირებული და რამდენად საშიშია
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად გულისრევის გამომწვევი შეიძლება, იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. თუმცა, თქვენს შემთხვევაში კავშირშია თუ არა ის ჭიპთან – მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
შესაძლოა, ჭიპის გაღიზიანებით თქვენ გამოიწვიეთ ომფალიტი, რომელიც ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
ომფალიტი შესაძლოა, იყოს სამი ტიპის:

  • ჩირქოვანი;
  • ფლეგმონური;
  • ნეკროზული.

ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, წყალბადის ზეჟანგით დამუშავებას (გადახვევა და ღრმა წმენდა არ შეიძლება ) რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა.
როგორც მოგვითხრობთ ჩაიტარეთ მკურნალობა, თუმცა შედეგი არ დადგა.
აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი თავად მოგაწვდით მკურნალობის მეთოდის შესახებ ინფორმაციას.
გაითვალისწინეთ, რომ მდგომარეობა საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას, რადგან მარტივი ომფალიტისგანაც კი, არის რისკები, რომ განვითარდეს სეფსისი!

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა