კითხვა: დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და ყურადღებისთვის. წანაზარდი აქვს ბარძაყზე, სავარაუდოდ ცხიმგროვაა. რა თვისების მატარებელი შეიძლება იყოს აღნიშნული წანაზარდი, ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში?
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიპომა (ცხიმგროვა) კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.
ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშობა და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმების ცვლის რეგულირების მოშლასთანაა დაკავშირებული.
ჩვენი შეთავაზება, რომელიც ეხება ქირურგთან უფასო კონსულტაციას, კვლავინდებურად ძალაშია.
შეგახსენებთ, რომ უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა