კითხვა: გამარჯობა,თავზე მაქვს ე.წ. ცხიმგროვა.როგორ ხდება მისი ამოღება და შეიძლება რომ ისევ გაჩნდეს? რამდენად საშიშია? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად განსაზღვრა რთულია, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი გაქვთ ლიპომაზე, რომელიც ცხიმოვანი ქსოვილისგან შემდგარი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, ის უმეტესად კანში, კანქვეშ, კუნთებს შორის ლოკალიზდება. შედარებით იშვიათად გვხვდება სარძევე ჯირკვლებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში, ფილტვებში, თირკმლის ირგვლივ არსებულ უჯრედისში, ექსტრაპერიტონულად, მიოკარდიუმში, ტვინის გარსებში, ძვლებში, ნერვულ ღეროებში, ქალას ღრუში, ღვიძლში, საშვილოსნოში. თუ ლიპომის შემადგენლობაში შემაერთებელი ქსოვილი უფრო მეტია, იგი შედარებით მკვრივია. ლიპომა ნელა იზრდება, აქვს თხელი ფიბროზული გარსი და არ არის მტკივნეული. იგი წარმოადგენს რბილი კონსისტენციის, უმეტესად მოძრავ კანქვეშა წარმონაქმნს.
ლიპომების უმრავლესობა მცირე ზომის კანქვეშა კვანძია, რომლებსაც კოსმეტიკური მოსაზრებით იშორებენ, თუმცა შესაძლოა, დიდ ზომებსაც მიაღწიოს.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ასეთი ტიპის საკმაოდ ბევრი ოპერაცია და რა თქმა უნდა წარმატებით. რაც შეეხება გართულებებს, ამა თუ იმ ხარისხით, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის დროს არის თეორიულად შესაძლებელი, თუმცა, ცხადია, ასეთი ტიპის ოპერაციების დროს რისკები მინიმალურია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ქირურგთან უფასო კონსულტაცია, ხუთშაბათს და შაბათს.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა