კონკრემენტი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა თირკმელში მქონდა კონკრემენტები მაქს. ზომის 2მმ,ვიყავი უროლოგთან და დამინიშნა უროდანი 2 ფლაკონი,კურსის შემდეგ ისევ მივედი ექოზე და მქონდა კრისტალები და მითხრეს შესაძლოა გადაიზარდოს ,ახლა ვეღარ ვახერხებ უროლოგთან ვიზიტს და იქნებ რაიმე მირჩიოთ,ტუტუკონი მირვიეს და ექიმის გარეშე შესაძლებელია? და რაიმე დიეტა თუა აუცილებელი.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
კონკრემენტი (კენჭი) კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, ლოკალიზება, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეთიოლოგია, მინეროლოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი. ეტიოლოგიის მიხედვით არსებობს ინფექციური ან არაინფექციური პროცესების დროს წარმოქმნილი კენჭები, გენეტიკური დარღვევების შედეგად გაჩენილი და ასევე მედიკამენტების მიღების გამო წარმოქმნილი.
დიახ, აუცილებელია ე.წ. დიეტის დაცვაც:
● იკრძალება შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ბულიონი, ძეხვეული, ხორცისა და თევზის კონსერვები, მწნილი, ლობიო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, მაგარი ჩაი, მარილი 10 გრამზე მეტი;
● უნდა გაიზარდოს – მცენარეული საკვები და რძის ნაწარმი;
● განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ – უმი ბოსტნეული, მათ შორის - კარტოფილი, კიტრი, ჭარხალი, ბადრიჯანი, ყვავილოვანი კომბოსტო. ასევე - ხილი, კენკრა, მათ შორის - საზამთრო, მსხალი, ატამი, ქლიავი, ყურძენი, კომში.
არ გირჩევთ დამოუკიდებლად თვითმკურნალობას. აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს და ჩააყენეთ მკურნალობის საქმის კურსში.
ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი, დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
გაცნობებთ, რომ ქირურგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა