მოგესალმებით,
მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. რომელიც შესაძლოა დართვოდა თქვენს მიერ აღწერილ დაავადებას პოსტოპერაციულ პერიოდში. შესაძლოა, ტემპერატურის მატება გამომდინარეობდეს ჭრილობიდანაც, თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზის მონაცემები. თუ ამ კვლევით ინფექციის მარკერები უარყოფითი აღმოჩნდება, მაშინ საჭიროა დაელოდოთ პოსტოპერაციული პერიოდის ჩავლას. ასევე ინეფქციის სურათის არასებობისას შეწყდეს ანტიბიოტიკების გამოყენება.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის დანიშნულებას,ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან საკონსულტაციოდ.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით, ორ კვირაზე მეტია გავიკეთე დერმოიდული კისტის ოპერაცია. ღრმად იყო წასული თმა და ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში ექიმმა ძვლის ფასცია გახეხა. ორი დღე ძლიერი ტკივილები მაწუხებდა. შემდეგ ტამპონი ამოიღო და ყოველდღე გამოცვლა დაიწყო. ნელ-ნელა ჩაცხრა და 7-8 დღის თავზე უკვე თითქმის ჩვეულებრივად დავდიოდი. სადღაც ამ პერიოდში შევწყვიტე პროფილაქტიკის მიზნით დანიშნული ანტიბიოტიკის სმა. დაახლოებით ამ პერიოდიდან მიმატა ტკივილმა (ჩემი შეგრძნებით ჭრილობიდან, ძვლიდან გამომავალმა) ვუთხარი ექიმს, მითხრა შეიძლება შეგცივდა თორემ შეხორცება იდეალურად მიდისო, არ მიშველა სითბომ + ორი დღე ზედიზედ ოფლიანმა გავიღვიძე ამიტომ დავიწყე სიცხის გაზომვა მთელი დღე და 37.5-38 შორის მ ერყეობდა არ გაუწევია. დავურეკე და მითხრა შეუძლებელია მაგ ჭრილობიდან იყოს და პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკი დამინიშნა. სხვა ქირურგსაც შევამოწმებინე ჭრილობა და კარგად ხორცდებაო მანაც თქვა. ახლა 4 დღეა ამ ანტიბიოტიკს ვსვამ. დილით სიცხე არ მაქვს, მაგრამ ყოველ საღამოს მიწევს 37.1-37.3 ფარგლებში, ტკივილიც აღარ მაქვს. და რატომ მაძლევს ტემპერატურას თან ასეთ დაბალს ვერ ვხვდები. ფილტვებიც გადავიღე არაფერია. სხვა სიმპტომი არ მაქვს. ჩემი კითხვა ასეთია - შეიძლება თუ არა ეს სიცხე ჭრილობიდან გამომდინარე მქონდეს და მის შეხორცებასთან ერთად გაქრეს (და ამიტომ დაველოდო შეხორცებას) თუ შეიძლება სხვა დაავადების სიმპტომი იყოს და თუ ასეა, რა მიმართულებით გავაგრძელო კვლევა.
პასუხი: