მწარე გემო პირის ღრუში, ხელისგულის სიყვითლე - ქირურგია

კითხვა: გამარჯობათ.მაინტერესებს ხელის გულზე სიყვითლე რამ შეიძლება გამოიწვიოს. დილით ყვითელი ნადები მთელს პირის ღრუში, ყელის წვა და მწარე გემო.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ხელისგულის სიყვითლე ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების მანიშნებელია, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, იყოს:

  • სისხლში ბილირუბინის მაღალი შემცველობა;
  • ვირუსული ჰეპატიტი;
  • ჰიპოთირეოზი;
  • კაროტინის ჭარბი რაოდენობით დაგროვება ( პიგმენტი შედის სტაფილოში, გოგრაში და ა.შ.)

მწარე გემო კი, ხშირად მიგვანიშნებს ღვიძლის დაავადებებსა და ნაღვლის სტაგნაციაზე. ასევე სავარაუდოა სანაღვლე გზების პრობლემებიც.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი დაგინიშნავთ სათანადო კვლევებს პათოლოგიის არსის დასაზუსტებლად.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა