კითხვა: მოგესალმებით, ჩემს ახლობელს კისრის არეში აქვს საკმაოდ დიდი ზომის ცხიმგროვა, არ ტკივა მაგრამ დიდი ზომისაა. მაინტერესებს ეს ლიპომაა თუ არა? და რა ჯდება ამ ცხიმგროვის ოპერაცია. საშიშია თუ არა? მადლობა....
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიპომა, იგივე ცხიმგროვა არის კეთილთვისებიანი, შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანქვეშა შრის შემაერთებელ ფაშარ ქსოვილში.
ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევაც.
ლიპომა ნელა იზრდება. უმეტესად 4-5 სმ-იანია, ჩვეულებრივ, რბილია, მაგრამ შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბის შემთხვევაში მკვრივდება.
არსებობს ლიპომის ნაირსახეობა - ინტრამურული ლიპომა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები და კუნთის სიღრმეში მდებარეობს.
ლიპომა უმტკივნეულო და ოდნავ მოძრავია და არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მათი უმეტესობას კოსმეტიკური მოსაზრებით იშორებენ, თუმცა შესაძლოა, დიდ ზომებსაც მიაღწიოს.
რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, მის ზუსტ ღირებულებას დისტანციურად ვერ მოგახსენებთ.
ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა