მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
მუცლის ტკივილი ძალზე გავრცელებული სიმპტომია, ამიტომ ხშირად ექიმი გამოკვლევათა მთელ წყებას ატარებს ამ სიმპტომის თანხლებით მიმდინარე სხვა დაავადებების გამოსარიცხავად. მაგალითად, საჭიროა მწვავე აპენდიციტის დიფერენცირება მეზენტერიული ლიმფადენიტისგან, კრონის დაავადებისგან, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებებისგან, საკვერცხის აპოპლექსიისგან, შარდკენჭოვანი დაავადებისგან, დივერტიკულიტისგან, მწვავე გასტრიტისა და გასტროენტერიტისგან, მწვავე პანკრეატიტისგან, მწვავე ქოლეცისტიტისგან – ნაღვლის ბუშტის ანთებისგან.
საჭიროა დიაგნოსტიკური ტესტები, მდგომარეობის შეფასება სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის გაზომვით იწყება. ამის შემდეგ ექიმი ამოწმებს ენას (მშრალი ხომ არ არის), პულს (აჩქარებული ხომ არ არის), მერე კი იწყება მუცლის ღრუს კვლევა – აუსკულტაცია (მუცლის ხმიანობის მოსმენა), პერკუსია (ხმიანობის შემოწმება თითების კაკუნით), პალპაცია (ხელით მოსინჯვა).
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ, ქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც შეკრებს ანამნეზს და დაგისვამთ დიაგნოზს, საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა,მარჯვენა საკვერცხესთან თუ მენჯთან ზუსტად ვერ ვხვდები ძვალი მტკივა და ხანდახან თითქოს ფეხს მიკავებს,რისი ბრალი შეიძლება იყოს,მადლობთ წინასწარ
პასუხი: