საზარდულის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით,მეუღლეს აქვს ორმხრივი საზარდულის თიაქარი არ არის პენსიონერი ,ვიცი რომ ბევრი ნიუანსებია მაგრამ თუ შეძლებთ მითხრათ მიახლოებით რა დაგვიჯდება ოპერაცია.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკაში, საზარდულის თიაქრის ოპერაციული მკურნალობა ტარდება როგორც ლაპარატომიულად, ისე ლაპარასკოპიულად. ამიტომ, ღირებულებაც რა თქმა უნდა განსხვავებულია და როგორც თავადაც აღნიშნეთ – დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, რაზეც დისტანციურად ვერ გიპასუხებთ.
შეგვიძლია გითხრათ, რომ ღირებულება მერყეობს 1100 ლარიდან ზევით ფარგლებში, თუმცა აჯობებს პაციენტი მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე , სადაც ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს მდგომარეობას და მიაწოდებს ინფორმაციას მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა