მოგესალმებით,
საყლაპავის დიაფრაგმას ნორმაში აქვს პატარა ხვრელი, რომელშიც გაივლის საყლაპავი რათა შეუერთდეს კუჭს. კუჭის ნაწილი,ზოგჯერ შეიძლება ამ ხვრელში შემოძვრეს და გამოიწვიოს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი.
შემთხვევათა უმეტესობაში პატარა თიაქარი არ იწვევს პრობლემებს და შეიძლება არც იცოდეთ მისი არსებობის შესახებ სანამ თქვენი ექიმი მას შემთხვევით არ აღმოაჩენს.
როგორც მოგვითხრობთ, შემაწუხებელია თიაქარი, აქედან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საუბარი გქონდეთ დიდ თიაქარზე, სწორედ ეს იწვევს ისეთ ჩივილებს როგორიცაა:
- გულძმარვა;
- ბოყინი;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- გულისრევა.
თვითმკურნალობა და წამლების მიღება ამ სიმპტომებს აქრობს, თუმცა ხანდახან ძალიან დიდი თიაქარის დროს აუცილებელი ხდება ოპერაციის ჩატარება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია, სადაც სპეციალისტი, ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკური კვლევების შემდეგ, თავად მოგაწვდით ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ქირურგთან უფასო კონსულტაციის დღეა – ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!