ნაღვლის ბუშტის პრობლემები - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა ავერსის კლინიკაში გავიკეთე ულტრაბგერითი გამოკვლევა მუცლის ღრუს დამიდგინდა ნაღვლის ბუშტის პრობლემა ნაღვლის ბუშტი ნაწილობრივ შეკუმშული[პაციენტი არის ნასაუზმევი] დეფორმაციის გარეშე.კედლის სისქე 5მმ.ლორწოვანი რელიეფი სადა.შიგთავსი არაჰომოგენური.ღრუში ისახება ბილიარული ნალექი მცირე რაოდენობით -იხ.ექოგრამა.კონკრემენტი არ ფიქსირდება. პანკრეასი.ზომით თავი 34მმ[ N<30მმ]სხეული18მმ[N<21მმ]კუდი35მმ[N<288მმ]კონტურები სწორი სტრუქტურა არაეთგვაროვანი,ექოგენობა მომატებული ,ვირსუნგის სადინარი არ არის გაგანიერებული გთხოვთ მიპუსუხოთ როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ თითქმის ვერაფერს ვჭამ ყველაფერი ვნებს და ტკივილები მაწუხებს მუცლის ღრუში თუ არ მიპასუხებთ მაგაზეც არ დამწყდება გული ასევე დამიდგინდა პრობლემები პროსტატაზე
პასუხი:

მოგესალმებით,
ნაღვლის ბუშტში ბილიარული ნალექი ძალიან ხშირი მოვლენაა და სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა კორექტული პასუხისთვის უმჯობესია სპეციალისტმა ნახოს ჩატარებული კვლევის სრული ვერსია.
რაც შეეხება პროსტატიტს, იგი მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის.
პროსტატის ანთებითი პროცესები მოითხოვს დროულ რეაგირებას და მკურნალობას ,წინააღმდეგ შემთხვევაში მას შარდის გამოყოფის და სქესობრივი ფუნქციების მოშლა ,ანთებითი პროცესების თირკმელებზე გავრცელება და სხვა გართულებები მოყვება .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ქირურგისა და უროლოგის უფასო კონსულტაციებზე, სადაც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზის შეკრების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევები, ხოლო ამის შემდეგ, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, შეარჩევს ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, ხოლო უროლოგთან – ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა