წითელი ლაქა ფრჩხილზე - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე თვის წინ ფრჩხილზე შევამჩნიე წითელი ლაქა, შემდეგ ეს ლაქა გაყვითლდა და საბოლოოდ ფრჩხილი კანს დაშორდა. შემდეგ მეგონა ნორმალური ფრჩხილი დაიწყებდა ამოსვლას და ისევ იგივე ხდება. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს ან ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ფრჩხილის გარკვეულ ადგილებში მიღებული ტრავმის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს ფრჩხილის ფერი და სისქე.
აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რათა დადგინდეს ამ ცვლილების ზუსტი მიზეზი ( ხომ არ დაერთვის მას სოკოვანი ინფექცია ) , რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მკურნალობის მეთოდზე ამომწურავი პასუხის გაცემა.
პირველ რიგში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, ხოლო თუ ამ სპეციალობის პათოლოგია გამოირიცხება – ქირურგს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დავსახავთ მკურნალობის გეგმას.

სხვა დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა