კითხვა: მოგესალმებით.ვარ 30 წლის,მინიმუმ ექვსი წელია თავში მაქვს ამონაზარდი,პატარა ბურთის მსგავსი.თითქოს სითხეა შიგნით.არის თეთრი ფერის.არ მაწუხებს და არც არაფერში მიშლის ხელს მაგრამ მაინც მეშინია არ გამირთულდეს.ამ ბოლო დროს ოდნავ თითქოს მეწვება,მეჭიმება.ძალიან იშვიათად.რა შეიძლება იყოს ან რის ექიმს მივმართო? ცხიმგროვა არაა
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ წარმონაქმნი უნდა იყოს ათერომა, რომელიც წარმოიქმნება ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად.
ათერომის მკურნალობა (კაფსულიანად ამოკვეთა) ადგილობრივი ანესთეზიით ხდება.
თუმცა, მისი სხვა პათოლოგიებისაგან დიფერენცირებისათვის აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
ექიმი–სპეციალისტი, შეაფასებს მდგომარეობას, დასვამს დიაგნოზს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა