კითხვა: გამარჯობა.3წლის წინ გავიკეთე თავზე ლიპომის(ათერომა,ზუსტად არ ვიცი რა ქვია:)ოპერაცია,იქნებოდა დაახლოებით2-3 სმ.სიდიდის.ქირურგმა არ არსებობს შანსი მის ავთვისებიანობისო.მას მერე პერიოდულად მაწუხებს და რა შეიძლება იყოს? მგონი გვერდით ერთი პატარა კიდე იყო რომელიც ამოსაჭრელი დარჩა.რომ არა ამ უკანასკნელის ბრალეულობა,სხვა რა შეიძლება მჭირდეს?ძაან მეშინია
პასუხი:

მოგესალმებით!
ლიპომა არ არის სიმსივნური (კეთილთვისებიანია) და გამოწვეულია ცხიმოვანი უჯრედების ჭარბი დაგროვებით. ლიპომა სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს სადაც გვხვდება ცხიმოვანი უჯრედები.
ლიპომის ჩამოყალიბების მიზეზი უცნობია. ლიპომა ხშირია ოჯახებში, ამიტომ გენეტიკური ფაქტორები გარკვეული როლის მატარებელია.
რაც შეეხება თქვენს ეჭვს, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ავთვისებიანი, გაცნობებთ რომ ასეთ დროს, ლიპომის ზომამ უნდა გადააჭარბოს 5 სანტიმეტრს.
ათერომაც უმტკივნეულოა, მაგრამ, ლიპომისგან განსხვავებით, მკვრივი. მეტწილად უშუალოდ კანქვეშ მდებარეობს და კანთან ერთად მოძრაობს. კანი მის ზედაპირზე უცვლელია.
ათერომა ლიპომაზე ხშირად რთულდება. მაგალითად, ინფიცირდება. ამ დროს აღნიშნული უბანი მტკივნეული და ჰიპერემიული ხდება, მიმდებარე ქსოვილები შუპდება და არცთუ იშვიათად ტემპერატურაც იმატებს. ზოგჯერ ათერომა კანის ზედაპირზე იხსნება და ათერომული მასა გარეთ გადმოედინება. ათერომა შესაძლოა დაჩირქდეს და კანქვეშა ქსოვილში გასკდეს. ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია, თორემ ანთებითი პროცესი ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე გავრცელდება.
ათერომის ავთვისებიანი გადაგვარების საფრთხე არ არსებობს.
პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა