ლიპომა ზურგზე - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, ცხიმგროვის ოპერაცია მჭირდება, მდებარეობს ზურგზე და ზომაში იზრდება, ვის მივმართო და რა არის ოპერაციის ღირებულება? თუ ვისარგებლებ დაზღვევით თქვენს კლინიკაში?
პასუხი:

მოგესალმებით!
ლიპომების უმრავლესობა ასიმპტომურია, არ იწვევს ტკივილს, შეხებითაც რბილი და უმტკივნეულოა. ფარავს შეუცვლელი კანი. ლიპომით გამოწვეული ერთადერთი დისკომფორტი უმეტესად კოსმეტიკური დეფექტია. ძალზე იშვიათია მტკივნეული ლიპომა. ტკივილი მაშინ იჩენს თავს, როცა ეს რბილქსოვილოვანი წარმონაქმნი რომელიმე ნერვს აწვება. გარდა ამისა, ზურგზე განლაგებული დიდი ზომის ლიპომები ძლიერ დისკომფორტს იწვევს წოლის დროს.
დიახ, ჩვენს კლინიკაში ტარდება მსგავსი ტიპის ოპერაციული მკურნალობა, ფასი ვარირებს 170 ლარიდან 350 ლარის ფარგლებში, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე.
ჩვენს კლინიკაში, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ბენეფიციარების დაფინანსება ხდება თანაგადახდის პრინციპით.
დეტალური ინფორმაციისათვის გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ქირურგთან, უფასო კონსულტაციის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს და შაბათს, შეაფასებს სპეციალისტი თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე.
პაციენტთა ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა