მოგესალმებით,
კისტა თხელი ქსოვილოვანი ტომსიკაა, რომელიც ფაფისებური შიგთავსით არის ამოვსებული. კისტების შიგთავსი, ჩვეულებრივ, გაუმჭვირვალეა და დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინის კრისტალებს, რაც საკმაოდ ადვილი დასადგენია შიგთავსის მიკროსკოპით დათვალიერებისას, მცირე გადიდების პირობებშიც კი. როცა კისტის კედელი ცილინდრული ეპითელიუმით არის ამოფენილი, შიგთავსი გამჭვირვალეა და ლორწოვან სითხეს წარმოადგენს. შედარებით სქელი ქსოვილოვანი, მრავალფენიანი კედლის არსებობისას შიგთავსი სეროზულ ჯირკვლებსა და კუნთოვანი ბოჭკოების კონებს შეიცავს. შესაძლოა მასში საოფლე, ცხიმის ჯირკვლები და თმის ბოლქვებიც კი იყოს.
კისტების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. არის შემთხვევები, როდესაც კისტას უბრალოდ ხსნიან და მის შიგთავსს იღებენ. ეს პროცედურა მაშინ ტარდება, როდესაც კისტის ირგვლივ მწვავე ანთებითი პროცესია და მისი ამოკვეთა არ შეიძლება. მაგრამ შიგთავსის პუნქციურად ამოღება არ არის მკურნალობა, რადგან რჩება კისტის კედელი, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ შიგთავსით ივსება. რამდენადაც კისტა ყოველთვის ტოვებს ანთების განვითარების საფუძველს, ნებისმიერ შემთხვევაში მათი ამოკვეთა ჯობს, დროულად მოიკვეთოს, რათა ავთვისებიან წარმონაქმნებად არ გადაგვარდეს.
ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ის კისტები, რომელთა შიგთავსიც უხვად შეიცავს ქოლესტერინის კრისტალებს. ის პაციენტები, რომელთაც ამგვარი კისტა აქვთ, ოპერაციამდე აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან, უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. თუ ვიზიტს გადაწყვეტთ, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
უფასო კონსულტაციაზე აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით! დიდი მადლობა რომ მომეცა შანსი დამესვა შეკითხვა .ძალიან გთხოვთ მიოასუხოთ გადაღებული მაქვს კატე. რომლის მიხედვითაც დამიდგინდა მარცხნივ ლავიწზედა მიდამოზე. კისრის უკანა მიდამოზე, მკერდ ლავიწ დვრილისებრი კუნთის ქვეშ ვლინდება კისტა 3,8/1,7. სითხიური შიგთავსით! რაც მეტად საფიქრალიაო ! გთხოვთ მიპასუხოთ არის ძალიან საშიში? და აუცილებლობას მოითხოვს ქირურგიული ჩარევა? მადლობა ყურადღებისათვის ! პატივისცემით ნ.მოდებაძე
პასუხი: