ჭიპის თიაქარი, აბდომინოპლასტიკა - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა.ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი ჭიპის თიაქარზე და მუცლის კუნთები მაქვს დაშორებული და საოპერაციოა ორმაგი ბადეა ჩასადგმელი.საკეისროს მერე დამემართა ესე ვარ ანემიური.მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს ოპერაცია.მაქვს შანსი რო გამოვალ მდგომარეობიდან და ჩემს შვილს გავზრდი,მარტოხელა დედა ვარ და მეშინია ძალიან თუ არა და ამ მუცლით უკვე ვერ დავდივარ.მაქვს გარანტია რომ დაუბრუნდები ისევ ცხოვრებას?
პასუხი:

მოგესალმებით, 

თიაქარი ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის. ძირითადად ადამიანის კუნთები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დააკავოს ორგანოები და ნაწლავები თავის ადგილზე, მაგრამ თუ სადმე არის სუსტი ადგილი შეიძლება განვითარდეს თიაქარი. ჭიპის თიაქრის დროს, ჭიპთან უმტკვინეულო ამონაზარდი ჩნდება. ეს ამონაზარდი შეიძლება გაიზარდოს სიცილის, ხველების, ტირილის და ჭინთვის დროს და შეიძლება შემცირდეს დაწოლის ან მოსვენების დროს.

რაც შეეხება, დაკიდებულ მუცელს და მოდუნებულ მუცლის კუნთებს, რომელიც განვითარებულია, ფეხმძიმობის ან მშობიარობის შემდეგ (როგორც ფიზიოლოგიური, ისე საკეისრო კვეთისას), მუცლის სწორი კუნთების დისტაზიით (დაცილება), ამ მდგომარეობიდან გამოსავალია მიმართოთ პლასტიკური და ესთეტიური  ქირურგიის ცენტრს, სადაც გაივლით კონსულტაციას.

გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ოპერაციები ესთეტიური მედიცინის მიმართულებით  არ ტარდება.

ჭიპის თიაქართან დაკავშირებით, შეგვიძლია   შემოგთავაზოთ ზოგად ქირურგთან  უფასო კონსულტაცია, რომელიც  მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე  577 119 119 ან  2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას,   გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა