მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კოპი ზოგადად დროებითია, ვფიქრობთ რომ თქვენს შემთხვევაში საუბარია ლიპომაზე.
ლიპომა არ არის სიმსივნური (კეთილთვისებიანია) და გამოწვეულია ცხიმოვანი უჯრედების ჭარბი დაგროვებით. ლიპომა სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს სადაც გვხვდება ცხიმოვანი უჯრედები.
ლიპომის ჩამოყალიბების მიზეზი უცნობია. ლიპომა ხშირია ოჯახებში, ამიტომ გენეტიკური ფაქტორები გარკვეული როლის მატარებელია.
რაც შეეხება თქვენს ეჭვს, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ავთვისებიანი, გაცნობებთ რომ ასეთ დროს, ლიპომის ზომამ უნდა გადააჭარბოს 5 სანტიმეტრს.
ლიპომის გარდა არსებობს ათერომა და მათი ვიზუალური განსხვავება ძნელია .ისინი მხოლოდ აგებულებით და წარმოშობის განსხვავებული მექანიზმებით განირჩევიან.
ათერომა
იგი წარმოადგენს კლასიკურ კისტას თავისი კაფსულითა და შიგთავსით. შიგთავსს ქმნის სქელი, ფაფისებრი მოყვითალო მასა, რომელიც შეიცავს ამორფულ და კრისტალურ ცხიმოვან ნივთიერებებს ეპითელურ უჯრედებთან ერთად. კისტის შიგთავსს ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს. ათერომა ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიშობა.
ლიპომა კი, ცხიმოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა, ანუ სრულიად განსხვავებული წარმონაქმნი, თუმცა გარეგნულად ძალიან ჰგავს ათერომას. ათერომა, წესისამებრ, სხეულის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებში ჩნდება, ლიპომა კი უმეტესად იმ ადგილებზე, რომლებიც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილითაა მდიდარი. დიფერენციული დიაგნოზირება ხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. ათერომას მიაკუთვნებენ კანის ეპითელურ კისტებს, რომლებიც, მიკროსკოპული შენებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახეობად იყოფა. ესენია:
- ეპიდერმული (ეპიდერმოიდული) კისტა;
- დერმოიდული კისტა;
- მრავლობითი სტეატოცისტომა.
პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!