ღვიძლის ჰემანგიომა - ქირურგია

კითხვა: ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა ღვიძლზე c ჰეპატიტი.და ასევე კეთილთვისებიანი კვანძოვანი სიმსივნე.გთხოვთ მითხარით ექვემდებარება ოპერაციას ასეთი წანაზარდი?საშიშია?ან ოპერაციას თუ გაიკეთებს რამდენი წელი იცოცხლებს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ, ღვიძლის ჰემანგიომაზე, რომელიც თანდაყოლილი დაავადებაა.
ის კეთილთვისებიანი სიმსივნეა და სიხშირით პირველ ადგილს იკავებს ღვიძლის სიმსივნეებს შორის.
უკეთ რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ვენური სისხლძარღვებისგან შექმნილი კონგლომერატი, ქსელი, რომელიც ღვიძლში მდებარეობს.
ექიმები მას სისხლძარღვოვან მალფორმაციასაც ვეძახით.
შეძენილი ჰემანგიომა არ არსებობს, ის ყოველთვის თანდაყოლილია, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია.
ღვიძლის მცირე ზომის ჰემანგიომა, ასიმპტომურია, შესაძლოა, მთელი ცხოვრება ჰქონდეს პაციენტს და არაფერი დაუშავოს. არც ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშიშროება არსებობს.
მაგრამ თუ გაიზარდა, შესაძლოა უმნიშვნელოდ გამოხატული კლინიკური ჩვენება მოგვცეს, რაც უმეტესად მარჯვენა ფერდქვეშა არეში სიმძიმის შეგრძნებით, დისკომფორტით გამოიხატება.
ოპერაციული მკურნალობის საკითხი დღის წესრიგში მაშინ დგება, როცა განსაკუთრებით დიდი ზომის ჰემანგიომასთან გვაქვს საქმე, რადგან ამ დროს მისი გახეთქვის საშიშროებაც დიდია.
ოპერაციის კიდევ ერთი ჩვენება ჰემანგიომის ზედაპირულად მდებარეობაა. თუ წარმონაქმნი ზედაპირულად მდებარეობს, ტრავმის დროს მისი გახეთქვის საფრთხეც, ბუნებრივია, მეტია.
დასაზუსტებელია, თქვენი მეუღლის შემთხვევაში, რა ზომის ჰემანგიომაა საოპერაციო.
მცირე ზომის ჰემანგიომის შემთხვევაში დაკვირვება და გეგმური ულტრაბგერითი კვლევები სავსებით საკმარისია.
გამოკვლევების სიხშირე, ჩვენს კლინიკაში, პაციენტებს ინდივიდუალურად ერჩევა.
დიაგნოსტირებული ჰემანგიომის ექოლოგიური გამოკვლევა, საშუალოდ, ექვს თვეში ერთხელ საკმარისია, მაგრამ თუ დიდი ზომისაა, შესაძლოა უფრო ხშირადაც დაგვჭირდეს.
შეუძლია თქვენს მეუღლეს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება მისი მდგომარეობა და ექიმი თავად მიაწვდის ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს, მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სისხლის ანალიზი, ღვიძლის ფერმენტული აქტივობის განსაზღვრა ან ანგიოგრაფია და პოზიტრონულ-ემისიური კვლევა.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზეhttps://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26 


ქირურგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა