მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია დიაგნოსტირება, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ შეძლებისდაგვარად.
ჭრილობაზე სისველისა და ჩირქის არსებობა, თავისთავად ანთებით პროცესზე მიუთითებს, თუმცა დამოუკიდებლად ანტიბიოტიკების მიღებისაგან, სასურველია თავი შეიკავოთ.
თუ ეჭვი გაქვთ ტეტანუსზე, მოგახსენებთ რომ, მოსახლეობის უმრავლესობა, ვაქცინაციის წყალობით, ტეტანუსისგან დაცულია, ამიტომ ტეტანუსი, ძირითადად ემართებათ მათ, ვისაც მიღებული აქვთ ჭრილობა და არ აქვთ ანტიტეტანური აცრა ჩატარებული ან აცრა ჩატარებული აქვთ არასრულყოფილად.
თუ მცირე ალბათობა მაინც არსებობს, ჭრილობა ინფიცირებული იყოს ტეტანუსის ჩხირით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ქირურგს, მკურნალობა და შემდგომი ვაქცინაცია დამოკიდებულია იმუნიზაციის სტატუსსა და ჭრილობის ბუნებაზე.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. 7დღის წინ ლატვიაში,ტბაში ბანაობისას გაურკვეველ საგანზე გამეკაწრა რამდენიმე ნაკაწრი იყო..ფეხის ტერფის ქვედა მხარე, სისხლიც იყო..2დღის წინ პატარა ჩირქი და სისველეცაა ერთ ნაკაწრზე, სხვა შეხორცხდა.. ეხლა შრატი აუცილებელია თუ არა გაკეთდეს ან ანტიბიოტიკი? ხოარ არი დაჩირქება რამე გართულების წინაპირობა.?მადლობა
პასუხი: