მოგესალმებით,
პანკრეასის ანთება სხვადასხვა მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ის, თავის მხრივ, იწვევს ჯირკვლისა და მიმდებარე სისხლძარღვების ანთებას, სისხლდენას, ინფექციას და ჯირკვლის კიდევ უფრო ღრმა დაზიანებას. ანთების დროს ორგანოში არსებული საჭმლის მომნელებელი ფერმენტები იწყებენ თავად ჯირკვლის „მონელებას"“. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ჯირკვალი კარგავს ნორმალურ ფუნქციას.
მკურნალობა საწყის ეტაპზე კონსერვატიულია, ხოლო თუ კონსერვატიული მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება.
ქირურგიული მკურნალობის დროს მოწმდება, რამდენადაა დაზიანებული კუჭუკანა ჯირკვალი, შემდეგ ხდება, შეძლებისდაგვარად ნეკროზულ ქსოვილთა მოცილება და ადეკვატური დრენირება.
აქედან გამომდინარე გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს და მიიღოთ ზუსტი პასუხი ყველა თქვენს შეკითხვაზე.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!